ვაფრთხილებ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელმაც პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთი, ხელი არ შეუშალოს კოლონებს - დეკანოიძე

გამოქვეყნდა:

გაერთიანებული ოპოზიციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მიმართავს, ადგილობრივ ხელისუფლებას რომ ხელი არ შეუშალონ იმ კოლონებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან ხვალ, თბილისისკენ დაიძრებიან

ვაფრთხილებ ადგილობრივ ხელისუფლებას, ვაფრთხილებ ყველა იმ ადამიანს რომელმაც გაბედა და პირველ ტურზე ჩაკეტა რიკოთის უღელტეხილი, რომ ხელი არ შეუშალოს იმ კოლონებს, რომლებიც  წავა. დასავლეთ საქართველოდან უამრავ ადამიანს სურს წასვლა - აცხადებს ხატია დეკანოიძე. ​

მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ პატიმრობას  მოქალაქეები 14 ოქტომბერს გააპროტესტებენ. 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციაა დაანონსებული.  დედაქალაქისკენ ავტოკოლონები ქვეყნის ყველა რეგიონიდან წამოვლენ

ასევე იხილეთ :

14 ოქტომბერს უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას ღირსება გააჩნია - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი