მასშტაბური აქციისთვის მზადებაა "ქართულ ოცნებაშიც". გომელაურის უწყებაში განგაშის ზარია. ყველა სამართალდამცველი ხვალ საგანგებოდ ქუჩაში გამოჰყავთ. საპოლიციო ძალის მობილიზება კი "ქართული ოცნების" შიშის პირდაპირპროპორციულია.
ამაგრებენ ადმინისტრაციულ შენობებს. კანცელარიაში შეიყვანეს ჯავშანტექნიკა და წყლის ჭავლის მანქანები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილიზება სავარაუდოდ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ფაქტების მიუხედავად, ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ხვალინდელი აქციის "ოცნებაში" არ ეშინიათ.