"პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს" - "მთავარის" ინტერვიუ ანა ფოტიგასთან

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქმეები პოლიტიკურად არის მოტივირებული და ის საპატიმროდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებასთან დაკაშირებით ევროპარლამენტარმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში ისაუბრა. ფოტიგა პრემიერმინისტრის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ის "უკიდურესად პოლიტიკური ხასიათის იყო".

"მან ჯერ საქებარი სიტყვები არ დაიშურა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის მიმართ და შემდეგ იმავე დროს გამოთქვა თავისი მოსაზრებები იმ თემებზე, რომლებზეც სასამართლოს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, მე ვიტყოდი, რომ ეს ნაჩქარევი იყო",-თქვა ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარი ასევე ამბობს, რომ ევროპარლამენტარების შეფასება პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე წინა საქმეებიდან და ბრალდებებიდან გამომდინარეობს:

"ზოგიერთი სავარაუდო დანაშაული უკვე შეფასდა, მათ შორის, სტრასბურგის ტრიბუნალის მიერ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული სააკაშვილის ძალიან ახლო თანამოაზრეების წინააღმდეგ. ასე, რომ ეს ეს მხოლოდ ჩვენი აზრი და შეშფოთება არ არის, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან და ჩვენ ამ დასკვნას ვაკეთებთ წინა საქმეებიდან და ბრალდებებიდან გამომდინარ",-თქვა მან.

ევროპარლამენტარმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში 2012 წლის არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიმართვა, რომელიც მაშინ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა "მშვიდობიანი სიტყვა იყო, რომლის წარმოთქმის საფუძველი იყო ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობასა და სტაბილურობაზე".

"მან აღიარა ოპონენტების გამარჯვება და ყველაფერი მიანდო კონსტიტუციასა და კანონმდებლობას, მაშინ ჩვენ ყველამ შევაქეთ საქართველო, რომ ის უკვე მომწიფებული დემოკრატია იყო, რადგან ხელისუფლების ასეთი მშვიდობიანი გადაცემა მოხდა დემოკრატიული არჩევნების გზით.  

მე ძალიან კარგად მახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის ეს დამოკიდებულება და არ მჯერა იმ ბრალდებებისა, რომელთა მიხედვით, მას საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. პირიქით, ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მისი ხალხის კეთილდღეობასა და მშვიდ ცხოვრებას ეხებოდა",-თქვა ანა ფოტიგამ.

ინტერვიუს ბოლოს ევროპარლამენტარმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ საქართველო "სრულიად სხვა დონეზე" აიყვანა და ის საპატიმროდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

"მან საქართველოში დაბრუნების ძალინ რთული გადაწყვეტილება მიიღო, მე დიდი ხნის წინ მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა. ჩემი მოსაზრება მის შესახებ არ შეცვლილა, მისმა მმართველობამ საქართველო სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ეს არის ჩემი აზრი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან და მის თანამოაზრეებთან შეხვედრის შესაძლებლობა ბევრჯერ მქონდა. მე დღესაც ვხვდები საქართველოს წარმომადგენლებს და უნდა გითხრათ, რომ ახლა ნამდვილად შეშფოთებული ვარ და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს",-თქვა ევროპარლამენტარმა.

მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ამ დღეს, გამთენიას მან საქართველოში ჩაწერილი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ამის შემდეგ "ოცნების" ხელისუფლება მას მთელი დღის განმავლობაში ეძებდა, დღის ბოლოს კი სანზონაში, საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი