სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე - საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალის საზღვრების დელიმიტაციის დაწყების შესახებ რუსეთის მხარის ინიციატივას გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის უკანონო განცხადებები სრულიად მიუღებელია:

საქართველოს წარმომადგენლების განცხადებით, სრულიად მიუღებელია მოსკოვის უკანონო განცხადებები საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელებაზე და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა. დისკუსიებში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ მცოცავი ოკუპაციის პროცესს, რაც ადგილზე ვითარების ესკალაციის საშიშროებას ქმნის, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის,  რუსეთი საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დემილიტაციის პროცესის დაწყების ინიციატივაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში იყო საუბარი: "გთავაზობთ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას",-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი