ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილი დირექტორი, ვიქტორ ბრიუხანოვი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პირველი დირექტორი, ვიქტორ ბრიუხანოვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალაბრიუხანოვი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს მისი გახსნის დღიდან ჩერნობილის კატასტროფამდე ხელმძღვანელობდა.

ჩერნობილის კატასტროფა 1986 წლის 26 აპრილს მოხდა. შემთხვევის შემდეგ ბრიუხანოვი თანამდებობიდან გადააყენეს და უსაფრთხოების დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს. 1988 წლის 29 ივლისს მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ მან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტექნიკური განყოფილების უფროსად გააგრძელა მუშაობა, მოგვიანებით კი უკრაინის საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში გადავიდა.

ბოლო წლებში ის კიევში ცხოვრობდა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი