ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა, მას შემდეგ, რაც მათ მშვილდისრით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა. ინფრომაციას BBC ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელმა ცეცხლი ქალაქში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტში გახსნა.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია და პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. მათივე ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა, ასევე უცნობია თავდასხმის მოტივი.
დაშავებულები ახლოს მდებარე კლინიკაში არიან გადაყვანილი.