აშშ მექსიკასა და კანადასთან სახმელეთო საზღვარს ნოემბერში გახსნის

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები მექსიკასა და კანადასთან სრულად ვაქცინირებული პირებისთვის სახმელეთო საზღვარს ნოემბერში გახსნის.

არავქცინირებული პირებისთვის სახმელეთო საზღვარი კვლავ ჩაკეტილი იქნება, ხოლო საჰაერო საზღვარზე კოვიდტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა იქნება საჭირო.

შეერთებულმა შტატებმა მექსიკასა და კანადასთან საზღვარი, პანდემიის დასაწყისში, 2020 წლის მარტში ჩაკეტა. გამონაკლისი დაიშვებოდა მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მგზავრობისა და სავაჭრო მიზნით საზღვრის კვეთის დროს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი