
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე ამბობს, რომ სუს-ის ფარული ჩანაწერები, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა და არაერთ სასულიერო პირს შეეხო, მისი საქმე არაა.
მიტროპოლიტის თქმით, ჟურნალისტებს სახელმწიფო უშიშროებაზე წარმოდგენა არ აქვთ.
"ეგ ჩემი საქმე არ არის, ეგ გაარკვიოს სუს-მა, ეს თუ მართლა იყო. ჩემზე ითქვა რამე?! უკაცრავად, ვისი უდანაშაულობის პრეზუმცია, თუ უფლებები დარიღვა იმან გამოიძიოს ეს. როდესაც ამერიკის სპეცსამსახური უსმენს გერმანიის კანცლერს, ეს არის თუ არა მაგალითი, თქვენ ეტყობა გაქვთ უცნაური წარმოდგენები, თქვენ სახელმწიფოს უშიშროების წარმოდგენა არ გაქვთ", - თქვა მეუფე იოანემ.
ამავე თემაზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვები მეუფე სტეფანესაც დაუსვეს, რომელიც გავრცელებულ ფაილებში მოხვდა. ის ამბობს, რომ არაფერ შუაშია და ვერ ხვდება გამოკითხვაზე რატომ უნდა დაიბარონ.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.