არსებული ინფორმაციით, ქუთაისის გასასვლელთან "ქართული ოცნება" საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულ მოქალაქეებს კრებს, რომლებსაც ადგილზე ცოცხები აქვთ მიტანილი. ქუთაისში ოპოზიციის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ამ ადამიანებს "სისულელეების კეთებას" ხელისუფლება აძალებს, რადგან იციან, რომ დამარცხდნენ.
დეკანოიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, თბილისისკენ მომავალ ავტოკოლონებს ხელი არ შეუშალონ.
"საბრალოები არიან. იცით, რომ ქუთაისში დამარცხდა ეს ხელისუფლება, მეტი არაფერი არ აქვთ მოტივაცია, ამ ადამიანებს აძალებენ, რომ რაღაც სისულელეები გააკეთონ თორემ ვიცით დამოკიდებულება, მათ შორის მუნიციპალურ სამსახურებში დასაქმებულების ზოგადად ამ ხელისუფლების მიმართ. ამიტომ, შეეშვით ამ ადამიანებს, ნუ აძალებთ ამ სისულელეებს, ჩვენ კოლონებს მაინც ვერაფერი შეაფერხებს. ეს უნდათ იმის სათქმელად, რომ "ვიღაც გაბრაზებულმა ადამიანებმა..." არავითარი გაბრაზებული ადამიანები არ არსებობს. [...] ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რაღაც სისულელე არ გააკეთოს, რიკოთზე გადასასვლელში ბევრი ვიქნებით, როგორც პირველ ტურში ჩახერგეს ისე არ გააკეთონ მეორედ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, იმერეთიდან თბილისისკენ კოლონები 11 საათისთვის დაიძრა.
"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!" - ამ მოთხოვნის გარშემო დღეს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი ერთიანდება. მასშტაბურ აქციაზე დასასწრებად დედაქალაქისკენ მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონებიდან კოლონებით მოემართებიან.
ამავე თემაზე: