ენმ-ს წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, სამტრედიასთან ცოცხიანმა ადამიანებმა გზა გადაუკეტეს სამეგრელოდან მომავალ კოლონებს. წითლიძის ინფორმაციით, ადგილზე საკრებულოს წევრებიც იყვნენ მობილიზებული:
"ზუგდიდის საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ედიტა კოდუა, ზაზა პროკოპენკო, მამუკა თოლორაია - და ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ზუგდიდში რომ ვერ გაბედეს სამტრედიასთან გადაგვიკეტეს გზა.
სულ 40 ადამიანი.
აი, ფსკერიც კი აღარ ქვია ამას რაც თქვენ ჩაიდინეთ მეგობრებო. აღარ ეშინია და ვერ გააჩერებთ ამ ხალხს
Mamuka Tsotseria - სინდისი ნამუსი და უკვე სახის ნატამალი არ შეგრჩა.
კოლონები დაიძრა უკვე." წერს ანი წითლიძე.
თბილისში 18 საათზე, თავისუფლების მოედანზე დღეს აქცია იმართება.