პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამდურავი არ განელებია, მაგრამ არაფერი არაა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე მნიშვნელოვანი. მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხელისუფლების ვალდებულებაა.
"ის ერთია, რაც მე მაქვს პირადად ჩემი სამდურავი მის მიმართ და ეს არ გამნელებია, მაგრამ ახლა ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომლის სიცოცხლეც დევს სასწორზე და არაფერი უფრო დიდი არაა, ვიდრე როდესაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი, ვინც არ უნდა იყოს ის და ეს ემპათია და ადამიანური თანაგრძნობა თუ საკუთარ თავში ვერ იპოვე და აღმოაჩენ, რომ მხოლოდ შურისმაძიებლად დარჩი, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ემსგავსები ადამიანებს, ვის მიმართაც გიჩნდება პროტესტი. [...] მათ რა აქვთ სალაპარაკო დღეს ვინც ლაპარაკობს ხელისუფლების სახელით", - თქვა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი. მას კოლონები სხვადასხვა რეგიონებიდან უერთდებიან.