უკან დაბრუნება რომ არ მინდა იმიტომ მოვედი აქ. უსამართლობა რომ არის, არ შეიძლება ესე უსამართლოდ დაჩაგრო გინდა მიშა იყოს, მითუმეტეს მიშა - ამბობს ბიზნესმენი დავით ზეიკიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ, თავისუფლების მოედანზე მივიდა.
ის დღევანდელ მასშტაბურ აქციას უერთდება:
"მე შევადარე ის 9 წელი და დღევანდელი 9 წელი და აღმოჩნდა რომ დავფიქრდი კარგად, რომ მიშას დროს ქვეყანა ვითარდებოდა და წესრიგი დამყარდა, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. ამ მთავრობის დროს ქვეყანა არ ვითარდება, არც წესრიგია და იგივე დანაშაულებები ხდება, აი ამიტომ ვარ აქ" ამბობს ზეიკიძე.
თავისუფლება მიშას - საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 18 საათზე უნდა დაიწყოს. უკვე გადაკეტილია დედაქალაქის მთავარი მოედანი. ხალხი აქციაზე დასასწრებად რეგიონებიდან მოდის.