თბილისისკენ მომავალ კოლონებს ცოცხები რუსთავშიც დაუშინეს

გამოქვეყნდა:

თბილისისკენ მომავალ კოლონებს ცოცხები რუსთავშიც ესროლეს. კოლონები თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციას უერთდებიან. 

ცოცხებით, ყავარჯნებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დღეს სამეგრელოდან, იმერეთიდან, კახეთიდან და შიდა ქართლიდან მომავალ კოლონებსაც დახვდნენ. ყველა შემთხვევაში ადგილზე "ქართული ოცნების" პარტიული აქტივი და საჯარო სამსახურებში დასაქმებული მოქალაქეები იყვნენ.

ცნობისთვის, აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი