მსვლელობა რუსთაველის გამზირზე - აქციის მონაწილეთა ნაწილი უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზეა და თავისუფლების მოედნისკენ მიემართება.
რეგიონებიდან დღეს დილით წამოსული კოლონების უმრავლესობა უკვე დედაქალაქშია. თავისუფლების მოედანზე, აქცია "თავისუფლება მიშას", ზუსტად 18 საათზე უნდა დაიწყოს.