მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, ის შიმშლობასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას მაია ნადირაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ეხმაურება. ნადირაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ებრძვის მთავარს, სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს:
ჩემთვის ეს ძალიან დამთრგუნველია, არა მარტო იმიტომ, რომ მე ვიცნობ მას და ვიცი, როგორიც არის. თავისთავად მგონია, რომ ყველაზე მთავარ სიმბოლოს, ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოს ასამარებენ, უნდათ რომ ეს სიმბოლო ამოგვაცალონ მეხსიერებიდან...
ერთადერთი რაც მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ თქვენ არ იცნობთ მიშა სააკაშვილს. იმდენი უჩლიქა ენა და ელოლიავა ამ რაღაცნაირ გაშუალებულ საზოგადოებას, რომ ამათ გადაწყვიტეს რომ მიშაც თავისნაირია. მიშა გაუძლებს იმაზე მეტს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, მიშა გააკეთებს იმაზე უცნაურს, ვიდრე თქვენ ოდესმე წარმოგიდგენიათ. გაანებეთ თავი მის განსჯას, საკუთარი შესაძლებლობებიდან" ამბობს მაია ნადირაძე.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. დაკავების დღიდან მესამე პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს.