"ბნედა", "ქართულ-ჯიგრულ პონტში", "გოიმები" - პოლიტიკოსების წინასაარჩევნო ლექსიკა

გამოქვეყნდა:

"ნომერ პირველი გოიმი ბოკერია", "ბოკერიას ჩემზე ბნედა ეცემა", "პოლიტიკური მასკარადი", "ქართულ-ჯიგრული პონტი" - თვითონვე არ მოსწონთ, მაგრამ მაგრამ ესეც პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. პოლიტიკოსების ლექსიკა ხან პოპულისტურია, ხან ეპატაჟური, ხან კი სიძულვილით სავსე.

პოლიტიკური ოპონენტების ბოლო ორი კვირის კოლაჟიც ადასტურებს, რომ ლექსიკა და ეპითეტები არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიცვლება და თანდათან უფრო მწვავე გახდება. ერთმანეთს არ ზოგავენ და თუ სიტყვიერად არა, ჟესტებით მაინც ესვრიან.

გარე თვალისთვის, ვისთვისაც პოლიტიკური პროცესები სულერთი არ არის, პარლამენტს თუ მის გარეთ ოპონენტების კინკლაობა მძიმე საყურებელია. პოეტი და ფილოსოფოსი რატი ამაღლობელი ამბობს, რომ პოლიტიკოსები მდარე ლექსიკონით არა ხალხს, არამედ საკუთარ ლიდერებს ელაპარაკებიან. პოლიტიკური კეკლუცი კი ყველაზე კარგად ივანიშვილთან, "ოცნების" სხვა წევრებს გამოსდით.

მეტყველებითა და ლექსიკით პოლიტიკოსი ყველაზე კარგად გამოიცნობა - ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე. სტანდარტი ამ მიმართულებით ქვეყანაში ახლა ძალიან დაბალია. ფიქრობს, რომ ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა მმართველ პარტიას აქვს.

რატომ იყენებენ პოლიტიკოსები შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს ჯანსაღი დებატების ნაცვლად. 
სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტ ნინა პერტენავასთვის პასუხი მარტივია, -  "როცა არგუმენტები არ გაქვს, შემდეგი ეტაპი შეტევაზე გადასვლაა".

ის, ვინც უკვე წლებია ქართულ პოლიტიკაშია და ენამახვილობით პირველობას არავის უთმობს, ამბობს, რომ არცერთ ეტაპზე ეპითეტზე წინასწარ არ უფიქრია. შალვა ნათელაშვილი "მთავარ არხს" უყვება, რომ მისი ყველა გამონაქვამი სპონტანურად მოდის და ბრიფინგებისა და ინტერვიუების დროს იბადება.

პოლიტიკოსებითვის ახლა წინ პოლიტიკურად ცხელი ზაფხული და შემოდგომაა. წინასაარჩევნოდ ყველა  აღიარებს, რომ პარტიების ლექსიკა მნიშვნელოვნად შეიცვლება და სიძულვილის ენაც მაღალ ნიშნულზე ავა. გამოსავალი გარე დამკვირვებლებისთვის ისევ ოპოზიციის ერთიანობასა და განათლებაშია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი