მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, ხელისუფლება სრულ მობილიზაციას აცხადებს. დღეს დილიდან, პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმები, სპეციალური აღჭურვილობით, პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე შეჰყავთ. ყვითელი ავტობუსებით თითქმის სავსეა პარლამენტის ეზო, სადაც უკვე რამდენიმე საათია, სპეცდანიშნულების რზამები შეიყავნეს, ასევე მობილიზაციაა გამოცხადებული მთავრობის ადმინისტრაციის ეზოშიც, სადაც ასობით სამართალდაცველი უკვე განალაგეს.
ასობით პოლიციელი იმყოფება ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტოსადგომზე, რომელიც ორთაჭალაში მდებარეობს, ამ წუთეში, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და ასევე სპეცტექნიკა, კერძოდ, წყლის ჭავლის მანქანები, რომელიც, სავარაუდოდ, ცოტა ხანში, სწორედ თავისუფლების მოედნისკენ დაიძრება.
იხილეთ ასევე: