საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას უკრაინიდან უცხადებენ. უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართვები თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე #თავისუფლებამიშას გასაჯაროვდა.
უკრაინელმა პოლიტიკოსმა, იულია ტიმოშენკომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში მიმართა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა. ტიმოშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილს უყვარს და იბრძვის თავისუფალი, დემოკრატიული საქართველოსთვის.
"მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს პრემიერმინისტრის რანგში პირველი ვიზიტი, სწორედ საქართველოში განვახორციელე. ჩვენთან სულით ყველაზე ახლო ძმურ სახელმწიფოში. ჩვენ ყველა ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე პირველ რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით ვარდების რევოლუციას და მის წარმატებას, შემდეგ კი წავედით მსგავსი რევოლუციური გზით.
მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრგზის გვიკამათია, მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანურია. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას. მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის, ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად ფეხზე მდგომი საქართველოსთვის და ეს მისთვის უმთავრესია.
მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი, რას ნიშნავს პოლიტიკურ პატიმრობაში ყოფნა. ამას არასოდეს, არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულებების გამო. სწორედ ამის გამო, მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.
ძვირფასო მიშა, მე ისე, როგორც არავინ, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას, შიმშილობა, თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად, ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი. მაგრამ ამავე დროს, მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა, შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები.
ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით, თავის ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს უმნიშვნეოვანესია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მიშა შეხვედრამდე, შეხვედრამდე თავისუფლებაზე",-თქვა იულია ტიმოშენკომ.
უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი კი ამბობს რომ, მას კარგად ახსოვს, საქართველო იმ დროს, სანამ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა. მისი თქმით, ეს იყო ნახევრად დანგრეული, კრიმინალური ქვეყანა, გზებისა და ელექტროენერგიიას და სამართლიანობის გარეშე.
გულისტკივილით შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფება. სააკაშვილი არის ჩემთვის გამორჩეული პოლიტიკოსი და გამორჩული რეფორმატორი. ის მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია, მან იმდენი რამ გააკეთა თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის თუ ეს არ არის ჯეროვნად ჯერ შეფასებული, აუცილებლად დაფასდება მომავალში.
კარგად მახსოვს, საქართველო სანამ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდოდა. ეს იყო ნახევრად
დანგრეული, კრიმინალური ქვეყანა. ეს იყო ქვეყანა, გზებისა და ელექტრო ენერგიის გარეშე, ეს იყო ქვეყანა სამართლიანობის გარეშე. მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდით მიერ ჩატარებულმა რეფორმებმა, საქართველო აყვავებულ ქვეყანად აქცია, ქვეყნად შესანიშნავი გზებით, ჯანდაცვით, განათლებით, ქვეყნად სადაც სამართლიანობა ზეიმობდა და ეს იმდენად კარგად ჩანდა, რომ რთული იყო არ აღფრთოვანებულიყავი.აღფრთოვანებას იწვევდა თბილისი,ბათუმი, გზები, პოლიციელები, კრიმინალის არარსებობაც და ახალგზარდა ქართველების თვალებში გაჩენილი იმედიც,რომ ისინი იცხოვრებდნენ ცივილიზებულ, სამართლიან ქვეყანაში. ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეში არ არის, ის აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს და ძალიან მინდა, რომ ეს არაჩვეულებრივი ადამიანი მალე ვნახო გისოსებს მიღმა. მე მოვუწოდებ საქართელოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს სააკაშვილი, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი გარეთ ყოფნისთვის. მე ძალიან მინდა მალე შევხვდე მას, ჩავხედო თვალებში და ვუთხრა კეთილი სიტყვები, მისი ქვეყნის შესახებ, რომელიც მიშას წყალობით გახდა წარმატებული, - აცხადებს დიმიტრი გორდონი.
მესამე პრეზიდენტს მიმართავს დავით არახამიაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ასევე მხარდაჭერას უცხადებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ამ ვიდეოს ვწერ რათა რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერა გამოვუცხადო, მოვითხოვ მის დაუყონებლივ გათავისუფლებას. არცისე დიდი ხნის წინ საქართველოში ვიყავი და ჩემი თვალით ვნახე მიღწევები და კაპიტალური მშენებლობები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს განხორციელდა. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეფორმატორია. მიხეილ უკრაინა შენს გვერდითაა, - დავით არახამია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობის პირველივე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე ორი კვირაა, შიმშილობს.