მიშა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ, გამარჯვებული ხარ და მორჩა - მიშა მშვილდაძის მიმართვა

გამოქვეყნდა:

ჩვენ თუ დავიცავთ მესამე პრეზიდენტს, გვექნება შანსი, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენ თუ ვერ დავიცავთ მესამე პრეზიდენტს შურისძიებისგან, მაშინ ვერავის ვერ დავიცავთ ამ ქვეყანაში. ყველანი დაუცველები ვიქნებით - ამ სიტყვებით მიმართა ტელეწამყვანმა მიშა მშვილდაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მრავალრიცხოვან ხალხს.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, მშვილდაძემ აქციაზე მისვლისთვის მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა:

"დღევანდელი დღე არის ყველაზე დოდი სოლიდარობის აქტი ამ ბოლო წლებში რაც მომხდარა და მიშას მინდა ვუთხრა, მიშა, შენ დღეს გამარჯვებული ხარ, გამარჯვებული ხარ და მორჩა. ამდენმა ადამიანმა გამოგიცხადა თანადგომა იმიტომ რომ შენი თავგანწირვის აქტი აღმაფრთოვანებელი იყო თოთოეული ადამიანისთვის, ვინც აქ მოვიდა, ჩემთვისაც მათ შორის, მაგრამ ერთი ამოცანაა შესასრულებელი. დღევანდელი მორალური გამარჯვება, რაც დღეს მთელმა ქვეყანამ გავიმარჯვეთ ოლიგარქზე, უნდა გაფორმდეს პოლიტიკურ გამარჯვებად, 30 ოქტომბერს და მიშა, შენ თვითონ გადაწყვიტე გინდა შიმშილობა შეწყვიტე, გინდა გააგრძელე, გინდა თაფლით გააგრძელე, გინდა შაქრით, გინდა წყლით, ამ წამიდან შენ გაქვს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების, მორალური უფლება.

მაგრამ, ჩვენ გართმევთ პირობას, რომ 30-ში პოლიტიკურ გამარჯვებას, რაც იქნება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისი, ამას შეხვდები ჯანმრთელი და ცოცხალი და ჩვენ გართმევთ პირობას, რომ მომავალში როცა მიიღებ მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობის გაგრძელებაში, რაც აუცილებლად მოხდება, არასოდეს არ გავიმეორებთ იმ შეცდომებს რაც იყო იმიტომ, რომ ეს ხალხი ამისთვის მოვიდა, რომ მოგცეს კიდევ ერთი შანსი." თქვა მიშა მშვილდაძემ.

მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა - "ბიძინა, ბოლო შანსი გაქვს, რომ ჭკვიანურად მოიქცე".

თავისუფლება მიშას - თავისუფლების მოედანზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, აქციის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილის მიმართვაც წაიკითხეს

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი