დღეს აქ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან ერთად იწერება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია - ბოტკოველი

გამოქვეყნდა:

თელავის მერობის კანდიდატი და "ნაციონალური მოძრაობის წევრი", გიორგი ბოტკოველი თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ადგილზე შეკრებილ საზოგადოებასა და მიხეილ სააკაშვილს მიმართა და თქვა, რომ ქვეყნის გამარჯვებისთვის თავს არ დაზოგავს.

"დღეს ჩემი შვილები აქ არიან იმიტომ, რომ უნდათ საკუთარი თვალით დაინახონ ადგილი, სადაც დაიწერება ქვეყნის თანამედროვე ისტორია. დღეს აქ, ამ ადგილზე მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან ერთად იწერება ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორია. მინდა მივმართო ჩვენს მეგობარს, მიხეილ სააკაშვილს, თითოეული ჩვენთაგანი, ვინც დღეს ბრძოლის წინა ხაზზე ვართ, და მე მინდა მოგცეთ პირობა თქვენ, აქ მყოფ ადამიანებს, თავს არ დავზოგავთ ბრძოლისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ქმედება მიმართული იყოს ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის.

ასევე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, იმ გასაცოდავებულ ადამიანებს, ვინც დღეს გზებზე ცოცხებით დააყენეს და სახეზე იფარებდნენ ამ ცოცხებს, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენი თავისუფლებისთვისაც. თქვენ დღეს ხართ მორჩილები, მოტყუებულები, დამონებულები ივანიშვილის და მისი ბანდის მიერ, მაგრამ თქვენ ხართ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც უნდა იდგეთ ქართველი ხალხის გვერდით",-თქვა გიორგი ბოტკოველმა.

#თავისუფლებამიშას - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებს თავად მესამე პრეზიდენტმაც მიმართა. მისი წერილი ნიკა გვარამიამ წაიკითხა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი