თითქოს 90-იანებში დავბრუნდით, როცა მტერს ხელიდან გამოვსტაცეთ სამშობლო, ახლაც იგივეა გასაკეთებელი - ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

ქვეყნის ფარგლებს მყოფმა პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა. ბურჭულაძემ თქვა, რომ ახლა შექმნილი სიტუაცია მას 90-იან წლებს ახსენებს.

ბურჭულაძემ მოქალაქეებსა და სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"ამ მოედნიდან მინდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მივესალმო და ვისურვო, რომ ის მალე ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს. სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში, ის, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხის ერთმანეთზე გადამტერების და ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიულ საქართველოს შემქმნელს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს 90-იან წლებში დავბრუნდით, სადაც ჩვენ მტერს ხელიდან გამოვსტაცეთ ჩვენი სამშობლო და ახლაც იგივე რამ გვაქვს გასაკეთებელი. ახლა კი მეგობრებო, არ დაგვავიწყდეს, რომ ძალა ერთობაშია, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ",- ამბობს პაატა ბურჭულაძე ვიდეომიმართვაში.

#თავისუფლებამიშას - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციის მონაწილეებს თავად მესამე პრეზიდენტმაც მიმართა. მისი წერილი ნიკა გვარამიამ წაიკითხა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი