"რა დროს ჩემი სიცოცხლეა, როდესაც ქვეყანას ვკარგავთო" | კობა ნაყოფიამ, აქციაზე, მიხეილ სააკაშვილთან კიევში საუბარი გაიხსენა

გამოქვეყნდა:

"დღეს ჩვენ აქ ვდგავართ იმისთვის, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი ლიდერი, ყველაზე ძლიერი პრეზიდენტი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი მიხეილ სააკაშვილი", - ასე მიმართავს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მასშტაბური აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და სენაკის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი კობა ნაყოფია. 

დაახლოებით ერთი კვირით ადრე, სანამ ის ჩამოვიდოდა საქართველოში, მე გახლდით კიევში. მან გამიზიარა თავისი სურვილი, რომ ის აპირებდა საქართველოში ჩამოსვლას. რაზეც მე მას დავუსვი ერთი კითხვა, რომ ეს იქნებოდა ძალიან რთული გზა, და ისიც კი ვუთხარი, რომ ეს სიცოცხლისთვის არის საშიში. რაზეც მან მიპასუხა ძალიან მარტივად: რა დროს ჩემი სიცოცხლეა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ვკარგავთო, - ამბობს კობა ნაყოფია. 

თავისუფლების მოედანზე აქცია სახელწოდებით "თავისუფლება მიშას" უკვე თითქმის 3 საათია მიმდინარეობს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი