მეორე ტურში, სხვა მსხვილი ქალაქების მსგავსად, ბათუმი იქნება გამარჯვებული და ეს იქნება მადლობა მიშას - გიორგი კირთაძე

გამოქვეყნდა:

თავისუფლების მოედანზე  გამართულ აქციაზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ გამოსვლა, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გახსენებით დაიწყო. 

კირთაძის თქმით, ბათუმის ტრაგედიამ კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს ყველა და უნდა მივხვდეთ, რომ დანაშაულია მშვიდად უყურო უუნარობასა და უპატრონობას, დანაშაულია გაგებით მოეკიდო კორუფციისა და კრიმინალის ჭაობში ქვეყნის ჩათრევის მცდელობას.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, საქართველოს უახლეს ისტორიაში ახალი ფურცელი იწერება. განსხვავებული პოლიტიკური, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ძალიან ბევრი ადამიანი გაერთიანდა, ადამიანის თავისუფლებისა და სახელმწიფო იდეის დასაცავად. ამან მოგვიყვანა ჩვენ აქ, ამან ჩამოიყვანა მიხეილ სააკაშვილი  8 წლიანი პოლიტიკური დევნილობიდან საქართველოში. მიხეილ სააკაშვილს არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის და სწორედ ამისთვის ზის ახალა ის ციხეში. სიმბოლურია და მე ბედნიერი ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილმა 8 წლიანი დევნილობის შემდეგ, პირველი ვიდეოგანცხადება ბათუმიდან ატვირთა. იმ ქალაქიდან, რომლის სიყვარულის გამო ისჯება ის ციხეში. მე მინდა დავპირდე მიშას, ისევე როგორც პირველ ტურში ჩვენ პირწმინდად დავამარცხეთ ქართული ოცნება და დღეს ისინი არიან ბათუმში ოპოზიციაში, მეორე ტურში საქართველოს სხვა მსხვილი ქალაქების მსგავსად, ბათუმი იქნება გამარჯვებული და ეს იქნება მადლობა მიშას. - ამბობს ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე. 

#თავისუფლებამიშას - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება.

აქციის დასაწყისში მესამე პრეზიდენტის მიმართვა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი