"მიშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე. მორალურად უკვე გამარჯვებული ხარ და როგორც გაიმარჯვე მორალურად უკვე, ასევე ეს ქვეყანა გათავისუფლდება ამ მარწუხებისგან და მიტაცებულ სახელმწიფოს ჩვენ ხალხს დავუბრუნებთ".
- ასე მიმართა თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მასშტაბური აქციიდან.