"ეს ხელისუფლება არაფერზე დგას, გარდა უკანონო მიყურადებისა" | საკრებულოში, სავარაუდოდ, ინტერნეტის ჩამხშობი აპარატურა აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აქციის დასრულების შემდეგ, აქტივისტებმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა დედაქალაქის საკრებულოს შენობაში, სავარაუდოდ, ხმისა და ინტერნეტის ჩამხშობი სპეცაპარატურა აღმოაჩინეს. 

დღეს აქციის განმავლობაში "მთავარი არხის" აპარატურას სიგნალის გადაცემა უჭირდა, სავარაუდოდ, ეს სწორედ, თბილისის საკრებულოში მოთავსებულ აპარატურას უკავშირდებოდა. ამ წუთებში თბილისის საკრებულოში პოლიცია იმყოფება.

"კიდევ ერთი დადასტურებაა ფაქტისა, რომელზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ. ეს ხელისუფლება არაფერზე არ დგას, გარდა ძალადობისა, უკანონო მიყურადებისა, მუქარისა, შანტაჟისა. მოსასმენი აპარატი, სუს..ეს არის ხელისუფლება და რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი და მეტიო ადამიანი ხვდება, რა არის გასაკეთებელი ქვეყნის გადასარჩენად.....

იქ, სადაც რეალურად თბილისელებზე უნდა ზრუნავდნენ, იქ, სადაც სოციალური პროექტების განხილვა უნდა მიმდინარეობს, თბილისის საკრებულო ბიძინა ივანიშვილის ბოსტნად არის ქცეული და სპეცსამსახურების დანამატ შენობად",-თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისში ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ.

#თავისუფლებამიშას - აქცია ამ სახელწოდებით თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია. 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შეიკრიბნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი