თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს - კლიჩკო

გამოქვეყნდა:

უკრაინელი პოლიტიკოსი ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ეხმაურება. წერს, რომ მისი ციხეში ყოფნა არასწორი და უკანონოა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გზები უნდა მოიძებნოს.

"მეგობრებო, თბილისის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ის უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. მთავარს აღვნიშნავ: საქართველოსთვის და პოსტ საბჭოთა სივრცისთვის სააკაშვილი ისტორიული პიროვნებაა, რომელიც განასახიერებს რეფორმებს, რომლებმაც შეცვალა საქართველო და მისი რეპუტაცია მსოფლიოში. მიხეილს ნამდვილად ჰქონდა შეცდომები, მის გზაზე, მაგრამ უშეცდომოა ის, ვინც არაფერს აკეთებს.

მგონია, რომ სააკაშვილის გისოსებს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლოა და მის გასათავისუფლებლად სამართლებრივი გამოსავალი უნდა მოიძებნოს. თუ მიხეილ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ეს საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. მე ამას ვამბობ ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერს მას",-წერს ვიტალი კლიჩკო Facebook-ზე.

#თავისუფლებამიშას - აქცია ამ სახელწოდებით თავისუფლების მოედანზე უკვე დასრულებულია. 18:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შეიკრიბნენ.

ევროპული მარში რესპუბლიკის მოედნიდან | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი