ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ვეღარავის გადააგდებს  - ნონა მამულაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნონა მამულაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა.

როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, ეს არ იქნება ერთადერთი მკაცრი გზავნილი ევროპიდან, რადგან პარტნიორები ხედავენ, რომ "ქართული ოცნება" პროდასავლური ძალა არ არის.

"წინა წერილებიც, ეს წერილიც და შემდეგი ყველანაირი გამოხმაურებაც, მგონი უკვე ძალიან ნათელი გზავნილი იქნება ყველასთვის და კონკრეტულად "ქართული ოცნებისთვის", რომ დასავლეთი დაიღალა ამ ტრიუკებით და თამაშებით. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ვეღარავის გადააგდებს, ვეღარავის გააცურებს და ვეღარავის მოატყუებს. დასრულდა ის პერიოდი, როდესაც ილუზიებით აცხოვრებდნენ დასავლეთს, ეუბნებოდნენ ერთს და აკეთებდნენ სხვას. "ქართული ოცნება" არ არის პროდასავლური ძალა, ამას უკვე დასავლელი მეგობრებიც კარგად ხედავენ. ყველა ის მცდელობა, რაც აქვს "ოცნებას", გააგრძელოს ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა, უკვე არანაირ რეზულტატს აღარ მოიტანს", - თქვა ნონა მამულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებმა საერთო წერილი გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საბოლოოდ უნდა დასრულდეს.  წერილში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იქამდე უნდა შეწყდეს, სანამ ის სამართლიანი სასამართლოს წინაშე არ წარსდგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი