"ის იყო თავის ადგილზე და არა საკრებულოში" - ჩუბინიძე აღმოჩენილ აპარატურაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო დაცვის საცავში ინახებოდა, ის იყო თავის ადგილზე და არა საკრებულოში - ასეთ კომენტარს აკეთებს სდსს-ს უფროსი, ანზორ ჩუბინიძე გუშინ, თბილისის საკრებულოში აღმოჩენილ აპარატურასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ტექნიკა მის უწყებას არ ეკუთვნის და რომ არ იცის კონკრეტულად რა აპარატურაზეა საუბარი.

შსს-ს მტკიცებით კი,  საკრებულოში აღმოჩენილი ტექნიკა არა სიგნალის ჩამხშობი, არამედ გამაძლიერებელი იყო.

ამასთან დაკავშირებით განცხადება უწყებამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ცნობისთვის, საკრებულოს შენობაში ტექნიკა გუშინ აქტივისტებმა და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა იპოვეს. აქციის მიმდინარეობისას "მთავარი არხის" აპარატურას სიგნალის გადაცემა უჭირდა, რაც სავარაუდოდ, სწორედ, საკრებულოში მოთავსებულ აპარატურას უკავშირდებოდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი