"მთავარმა არხმა" კონტრაქციაზე ცოცხებით მყოფი პირები გომბორზეც ამოიცნო. ისინი თელავის საკრებულოს წევრები და მათთან დაახლოებული პირები არიან. ცოცხებითა და ყავარჯნებით შეიარაღებულმა სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერებმა "ევროპული საქართველოს" წევრის, თეონა ნატროშვილის კუთვნილი სამარშუტო ტაქსიც დააზიანეს.
"დააზიანეს ჩემი კუთვნილი ავტომობილი, რომელიც არის ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო. ისეთი დაზიანება აქვს, რომ ამ ეტაპზე "ტეხასმოტრსაც" ვერ გავატარებ. მიუღებელია რაც გააკეთეს, ვერ ვხვდები რატომ მომაყენეს ზაინი, ჩვენ იგივე არავისთვის გაგვიკეთებია", - თქვა თეონა ნატროშვილმა.
ლევან კოჭლოშვილი, რომელიც აქციის ორგანიზატორი იყო "ქართული ოცნების" მხირდან თელავის საკრებულოს წევრია. მას სახელისუფლებო გუნდი ძირითადად მსგავსი ტიპის აქციებისთვის იყენებს. აქციაზე იყო თელავის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატი, ოთარ ესიტაშვილი. ორივე მათგანმა დღეს "მთავარ არხს" კომენტარზე უარი უთხრა.
"უკემოენტაროდ, არ გავაკეთებ კომენტარს", - თქვა ოთარ ესიტაშვილმა.
ჩვენმა კამერამ ადგილზე დააფიქსირა ბექა ჟურულიც, რომელიც "ქართული ოცნების" ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლად მოიაზრება.
ავტორი: ია გულიაშვილი.
ამავე თემაზე:
ვინ არიან პირები, რომლებიც "ოცნების" დავალებით, მშვიდობიან მომიტინგეებს გზებზე ცოცხებით ხვდებოდნენ