ათჯერ და ასჯერ მეტი, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა არწმუნებდა საზოგადოებას, რომ გამოიყვანდა ქუჩაში, ესაა თქვენი ტყუილის კიდევ ერთი ლუსტრაცია - "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ბერაია თავების თვლამ დააბნია და უნებურად აღიარა, რომ გუშინდელი აქცია მართლაც უპრეცედენტოდ ხალხმრავალი იყო.
ჟურნალისტის ჩაკითხვის შემდეგ კი თქვა, რომ "შეეშალა" და სხვა რამეს გულისხმობდა - ნაკლებითქო, შემეშალა მექანიკურად, ასჯერ ნაკლები ვიდრე მოსახლეობას ეუბნებოდნენ - ამბობს ბერაია.
თავისუფლება მიშას - ამ მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე გუშინ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მესამე პრეზიდენტის პატიმრობა მთელი ქვეყნიდან, დედაქალაქში ჩამოსულმა ხალხმა გააპროტესტა.