რამოდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება, ევროპარლამენტის კონსოლიდირებული პოზიცია არაა - პასუხი "ოცნებიდან"

გამოქვეყნდა:

კანონის უზენაესობა აღსრულდება და ის აუცილებლად მოიხდის თავის სასჯელს - ასე პასუხობს "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარების წერილს და კრიტიკას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით.

დეპუტატ კახიანის თქმით, შეიძლება ვინმე "სააკაშვილის მიმართ გარკვეულ ლობიზმს ახდენს", მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონი არ აღსრულდეს.

დავით სერგეენკო კი ამბობს, რომ ევროპარლამენტარების მოსაზრება მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების აღსრულება:

რამოდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება, რომ ეს არის ევროპარლამენტის კონსოლიდირებული პოზიცია, ნამდვილად ვერ დავეთანხმები ამაში - ამბობს სერგეენკო.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა უნდა შეწყდეს სამართლიან სასამართლო პროცესამდე - ნათქვამია წერილში, რომლის ინიციატორია ანა ფოტიგა და მას ხელს აწერენ ევროპარლამენტის სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი