
"ევროპული საქართველოს" წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, გუშინდელ აქცისთან დაკაშვირებით ხელისუფლებას სამარცხვინო მცდელობა აქვს, თვალები დაიბრმავოს და თეთრზე თქვას, რომ შავია.
როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, როცა პანდემიის პრობებში თბილისში ამდენი ადამიანი იკრიბება, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას ცვლილებები სურს.
"გუშინ ძალიან ბევრი ხახლი იყო და ამ ფაქტის უარყოფა შეუძლებელია, თუმცა "ქართული ოცნებისგან" არაერთხელ მოვსწრებივართ ფაქტების უტიფარ უარყოფას. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცებლად არჩევნებში მონაწილეობას და გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს.
განსაკუთრებით, როდესაც პანდემიის პერიოდში ამდენი ადამიანი იკრიბება, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახელობას ცვლილებები უნდა. ამ ცვლილებების ყველაზე რეალური გზა არჩევნებზე გადი", - თქვა აკაკი ბობოხიძემ.
მისივე თქმით, მეორე ტურში ყველას აქვს შანსი, ბიძინა ივანიშვლის რეჟიმი დაამარცხონ.