
თავისუფლება მიშას - ამ მოთხოვნის გარშემო გუშინ ათი ათასობით ადამიანი გაერთიანდა და თავუსფლების მოედანზე მივიდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ტყვეობა გააპროტესტეს რეგიონებიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმაც.
აქციაზე დასასწრებად მთელი დღის განმავლობაში მოემართებოდა კოლონები დედაქალაქის მიმართულებით.
მიხელ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია 4 საათს გაგრძელდა და ყოველგვარი ექსცესების გარეშე დასრულდა.
თვისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა. ციხიდან გამოგზავნილი წერილი ხალხს ნიკა გვარამიამ გააცნო.
ავტორი: ზურა პეტროსიანი