მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება - გზავნილები ევროპიდან

გამოქვეყნდა:

არჩევნების პირველი და მეორე ტურები, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და შიმშილობა - ევროპაში საქართველოს მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან.

"მთავარ არხთან" საუბარში, პიტერ სტანო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, რაც ცუდ როლს ასრულებს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა, ხელისუფლებას ეკისრება:

არჩევნების პირველი ტური, როგორც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ნათქვამია, ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ იყო პრობლემებიც, რომლებიც, იმედი გვაქვს, მეორე ტურში გამოსწორდება, რათა ხალხს ჰქონდეს საშუალება, რომ ხმა მისცეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და არ იყოს დაშინებები და მოსყიდვები, რაც პირველ რაუნდში იქნა შემჩნეული.

საქართველოში პოლიტიკური სპექტრის პოლარიზაცია ძალიან ცუდ როლს ასრულებს. ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა, რადგამ ამ სიტუაციას გარკვეული დროა, რაც ვუყურებთ. ეს უნდა შეწყდეს, რადგან პოლარიზაცია საზოგადოებას ჰყოფს და წამლავს პოლიტიკურ დებატებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დეესკალაცია და ამაში ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა შეიტანონ წვლილი. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესი წარიმართოს დამოუკიდებელ და სამართლიან გარემოში, რადგან ჩვენი ფასეულობების ნაწილია, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და გარედან არ ხდებოდეს მის საქმიანობაში ჩარევა. რაც შეეხება შიმშილობას, ყველა ადამიანი თავად წყვეტს, ბრძოლის რომელი ფორმა აირჩიოს, თუმცა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება." ამბობს სტანო

ამავე თემაზე:

ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა ევროპული სტილი არ არის - კუბილიუსი
 

ავტორი
ნათია გოგსაძე
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი