"ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გუშინ გაუხარდა, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. არგუმენტად კი ის მოიყვანა, რომ რუსეთის ტელევიზიამ აქციის გასაშუქებლად "მთავარი არხის" მასალა გამოიყენა.
"რუსეთის მთავარ არხზე გადიოდა მთავარი არხის, თქვენი არხის, ქართული მთაავრი არხის პირდაპირი ეთერი, რომელიც აშუქებდა, რომ თბილისში ტარდება დემონსტრაცია მიშა სააკაშვილის გასათავისუფლებლად. თქვენი ნებართვის გარეშე წაიღეს თქვენი ლაივი?! მაინც და მაინც თქვენი არხი აარჩიეს?! დამთხვევაა?!
პუტინს გუშინ გაუხარდა, რომ მთავარი არხის ლაივი გააშუქა მისმა მთავარი არხის ტელევიზიამ, სადაც უხაროდათ რუსეთში, რომ მიშა სააკაშვილის გასათავისუფლებლად შეიკრიბა ხალხი", - თქვა გიორგი ამილახვარმა.
ცნობისთვის, გუშინდელ აქციაზე ათი ათასობით მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამოვიდა. აქცია არაერთმა უცხოურმა მედიამ გააშუქა.