,,ევროპული საქართველოს'' რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თავდამსხმელებს შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და რუსთავის მერიაში დასაქმებულები ამოიცნო.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ხალხი რუსთავიდან თბილისის აქციაზე წამოსასვლელად ემზადებოდა.
შეკრებილებს აგრესიულად განწყობილმა თავდამსხმელებმა კვერცხები და ცოცხები ესროლეს. ზოგს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის მიუხედავად ისინი თბილისში მაინც წამოვიდნენ.
აქციაზე კი რუსთავში "ევროპული საქართველოს" ორგანიზაციის ხელმძღვანელი შეუძლოდ გახდა. მას კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.