"მე სრულად ჯანმრთელი ვარ" | გიგი უგულავა კოვიდის ტესტის უარყოფით პასუხს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ფოთის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში კორონავირუსის ტესტის პასუხს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სრულიად ჯანმრთელი მივიდა. ცნობა დღევანდელი დღითაა დათარიღებული და ჩანს, რომ მას კორონავირუსი არ აქვს. 

მეგობრებო, გუშინდელი დღის მერე განსაკუთრებულად გაიზარდა ინტერესი ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მე სრულად ვარ ჯანმრთელი. ასე ვიყავი გუშინაც და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აქციაზე მისვლა. ცხადია მე არასდროს არც ჩემს და მითუმეტეს არც სხვის ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებ. ამას მათთვის ვამბობ ვინც მართლა შეწუხდა და განიცადა.

წყალწაღებულ ხელისუფლებასთან, მათ პროპაგანდონებთან, რომლებსაც მხოლოდ "გამოჭერა" აინტერესებთ, ხალხის ჯანმრთელობა კი ფეხზე ჰკიდიათ, არაფერი მაქვს სათქმელი. და ბოლოს აიცერით ხალხნო. ნუ იქნებით მთავრობის იმედად. აიცერით, რომ კარგად იყოთ თქვენც და თქვენი ახლობლებიც. გისურვებთ ჯანმრთელობას, - წერს გიგი უგულავა.

ცნობისთვის, ფოთის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გუშინ აქციაზე იმყოფებოდა, რასაც არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. "ოცნების" მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ის პროტესტს კორონავირუსით ინფიცირებული შეუერთდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი