"მივმართავ ყველას, იქნებ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს" - მეუფე მელქისედეკმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, რომ იქნებ მისი მკურნალი ექიმი შევიდეს - ეს კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მეუფე მელქისედეკმა.

მღვდელმთავარმა ცოტა ხნის წინ დატოვა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება.

მისი თქმით, როდესაც ურჩია ხომ არ იყო დრო კორექტივები შეეტანა შიმშილობაში, მესამე პრეზიდენტისგან უარი მიიღო:

მადლობა გადაგიხადათ ნებისმიერ მოქალაქეს საქართველოსი, რომელიც დაინტერესებულია მისი ჯანმრთელობით. მადლობელია გუშინდელი დღის აქციასთან დაკავშირებით.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რომ ვკითხე, არ მიპასუხა..პირდაპირ გეტყვით, ფერი არ მომეწონა. გასაგებია ამდენი ხანია ის შიმშილობს. - ამბობს მეუფე მელქისედეკი.

ამავე თემაზე:

მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი, აუცილებელია საყოველთაო შერიგება - მეუფე მელქისედეკი მიხეილ სააკაშვილთან მივიდა
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი