მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, აუცილებელია საყოველთაო შერიგება და უნდა დასრულდეს ერთმანეთთან დაპირისპირება. მისივე თქმით, სასულიერო პირებმა ამ მხრივ შუამავლის როლი უნდა შეასრულონ.
ამ თემაზე მეუფე მელქისედეკმა რუსთავის ციხესთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე ისაუბრა.
"მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და ის, რომ ერთი 5 დღის წინ გავაჟღერე მეც ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. აუცილებელია, ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს და მე მიმაჩნია, რომ ჩვენ, სასულიერო პირებმა, ეკლესიამ, შუამავლის შესაძლებლობა გვქონდეს [როლი ითამაშოს] და როგორმე გავაერთანოთ ჩვენი ერი, რომელიც ბოლო ათეული წლებია სულ დაპირისპირებაში ვართ და არ შეიძლება.
ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია",- თქვა მეუფე მელქისედეკმა.
ცნობისთვის, მიხელ სააკაშვილი მე-15 დღეა შიმშილობს. მეუფე მელქისედეკი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას შეუერთდა.