რუსთავის პოლიციაში გამოკითხვები დაიწყო - ჩვენებას მისცემს ერთ-ერთ დაზარალებული, "ევროპული საქართველოს" წევრი ვახტანგ ქებაძე, რომელიც გუშინ, ცოცხიანების თავდასხმის ობიექტი გახდა.
თბილისის აქციაზე მომავალ კოლონებს რუსთავის გზატკეცილზე აგრესიული პარტაქტივი დაახვედრეს, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრანტებს აგინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, დაუშინეს მათი "იარაღიც" - ცოცხები.
უკვე ამოცნობილია რამდენიმე პირი. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ძალადობრივი აქციის მონაწილეები ძირითადად საჯარო მოხელეები არიან. მაგალითად, ასახელებენ - გივი წილოსანს და ვაჟა კვიჟინაძეს. მათი ინფორმაციით, ისინი რუსთავის მერიაში მუშაობენ, ხოლო ზუკა ტაბაღუა და რომა ტალახაძე ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები არიან, რომლებსაც "ოცნება" საკუთარი ინტერესებისთვის ხშირად იყენებს.
"მე პირადად ვმუშაობდი მერიაში და ზუსტად ვიცი, რამოდენიმე ადამიანი ამოვიცანი რომლებიც იყვენენ მერიის სხვადასხა აიპების თანამშრომლები, რომლებსაც წლების განმავლობაში ქართული ოცნება მსგავს სადამსჯელო ღონისძიებებში იყენებს ამ ადამიანებს" - ამბობს ქებაძე.
გამოძიება აღნიშნულ საქმეზე 126-ე მუხლითაა დაწყებული.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, რეგიონებიდან მომავალ მოსახლეობას გზებზე ცოცხიანი და ყავარჯნიანი ხალხი, პარტაქტივი და საჯარო მოხელეები დაახვედრეს. მათი უმრავლესობა ამოცნობილია.
ამავე თემაზე: