კრიტიკის ახალი ტალღა ევროპიდან - "ოცნება" პარტნიორებს აგრესიით პასუხობს

გამოქვეყნდა:

დასავლეთი სულ უფრო ხმამაღლა, მაგრამ ჯერჯერობით კორექტული ფორმით აკრიტიკებს ქართულ ოცნებას. ევროპელი პარლამენტარები აღარ ერიდებიან იმის თქმას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

ქართული სასამართლო სისტემა კი, რომელზეც აპელირებს ქართული ოცნება, ბრიუსელში აღიქმება როგორც პოლიტიკური იარაღი ბიძინა ივანიშვილის ხელში და მისი გადაწყვეტილებისადმი ნდობა ევროპელებს არ აქვთ.

თბილისში მმართველი პარტია დიპლომატიურ და პოლიტ კორექტულ კრიტიკას ისევ აგრესიით და შეურაცხყოფით პასუხობს.

ქართული ოცნება უკვე მერამდენედ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენლებს კომპეტენციას უწუნებს და მიკერძოებულობაში ადანაშაულებს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი