"მიშას თავისუფლებისთვის" - მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სამოქალაქო აქტივისტები ერთიანდებიან

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად - საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნის გარშემო სამოქალაქო აქტივისტები ერთიანდებიან.

ისინი ყოველდღიურ მშვიდობიან აქციებს აანონსებენ და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ შესრულდება, დემონსტრაციები მასშტაბურ სახეს მიიღებს.

„რამდენიმე სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობა გავერთიანდით იმისათვის, რომ დავაფუძნოთ მოძრაობა „მიშას თავისუფლებისთვის“. ჩვენი მიზანია, 30 ოქტომბრამდე ეს ადამიანი იყოს თავისუფალი და ჩვენთან ერთად იზეიმოს თავისუფლება და გამარჯვება. აუცილებელია, იმ დიდი, მასშტაბური აქციის შემდეგ, ყოველდღიურად იყოს აქციები ქვეყნის მასშტაბით“, - თქვა მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრმა გიორგი მუმლაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე მე-16 დღეა, შიმშილობს. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტაზე უარს ამბობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი