თავისუფლება მიშას - საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების გარშემო გაერთიანებული სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერი წარწერით, "თავისუფლება მიშას".
მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი მოძრობა, რომელშიც სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები არიან გაერთიანებული, დღეს დაფუძნდა და მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკშვილის გათავისუფლებაა, გზავნილი კი ის, რომ მესამე პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია და ახლა ის რუსთის მითითებითაა ტყვეობაში.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული იქნება.
პარალელურად კი შუშის სასახლესთან უკვე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.