"ეს უბანი 50 ხმით რატო წავაგეო. საქმეს ურჩევს მოსახლეობას" - ხახალეიშვილი მოსახლეობას ტუქსავს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოსახლეობას ტუქსავს.

“ქართული ოცნების”  კანდიდატი ავტოქარხნის დასახლებაში, ხარებავას ქუჩაზე მოსახლეობას ხვდება, სადაც მან ადგილობრივებს განუცხადა, რომ პირველი ტურის წინ, კორპუსში მცხოვრებლებს რასაც დაპირდა ყველაფერი შეუსრულა, სანაცვლოდ კი საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღო.

“წინა შეხვედრაზე, რაც დაგპირდით ხომ გავაკეთეო- კანალიზაცია, განათება და თქვენ რატო არ შეასრულეთ თქვენი პირობაო. ეს უბანი 50 ხმით რატო წავაგეო. საქმეს ურჩევს მოსახლეობას. უბრალოდ, უნდა ისმენდეთ ამ საუბარს ახლა,”- წერს ადგილობრივი მონიკა ტყეშელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში არჩევნების პირველ ტურზე, მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს ხატია დეკანოიძეს მისცა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი