თავისუფლება მესამე პრეზიდენტს - რუსთავის ციხესთან აქციაა

გამოქვეყნდა:

თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს - სამოქალაქო აქტივისტები რუსთავში, მე-12 ციხესთან იკრიბებიან. მიხეილ სააკაშვილის გასამხნევებლად მათ ცოტა ხნის წინ, სოლოლაკიდან გადაინაცვლეს, სადაც ოლიგარქის შუშის სასახლესთან აპროტესტებდნენ მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ დევნას.

ივანიშვილის სახლთან მობილიზებული იყო დიდი რაოდენობით პოლიცია, რომლებიც აქციის მონაწილეებს, მოძრაობა "მიშას თავისუფლებისთვის" წევრებს, სტიკერების გაკვრის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი