მაღალჩინოსნები შვილებისთვის კერძო და ძვირადღირებულ სკოლებს ირჩევენ - ვინ რამდენს იხდის 

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთ ყველაზე  პრესტიჟულ სკოლაში სწავლობენ საქართველო პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შვილები და ამაში ღარიბაშვილის ყოველწლიურად 60 000 ლარამდე თანხას იხდის.

თბილისის მერი 50 000 ათას ლარზე მეტს იხდის ყოველწლიურად,  მისმა შვილებმა ხარისხიანი განათლება რომ მიიღონ.

კერძო სკოლაში სწავლობს პარლამენტარ ნინო წილოსანის ორი შვილი. წილოსანი ჯამში წელიწადში 20 ათას დოლარზე მეტს იხდის. 

ირაკლი კობახიძე  ორი შვილის ხარისხიანი განათლებისთვის ჯამში 13 ათას ლარზე მეტს.

დავით მათიკაშვილი - 10 000 ლარს.

​გიორგი ამილახვარი - განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მისი ორი შვილი კერძო სკოლაში დადის და  6 400 დოლარსა და 15 000 ლარს იხდის.

კიდევ ერთი დეპუტატი, რომლის ერთი შვილი კერძო სკოლაში სწავლობს მიხეილ სარჯველაძეა. ის ამბობს, რომ ორი შვილიდან ერთი კერძო, მეორე კი პირველ სკოლაში სწავლობს, მისი თქმით, ოჯახში ამ კუთხით ბალანსი აქვთ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი