ივანიშვილმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა - ვაშაძე წყალტუბოს სანატორიუმებზე

გამოქვეყნდა:

ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ წყალტუბოში განაცხადა. ვაშაძემ წყალტუბოში სანატორიუმის ყოფილი შენობები დაათვალიერა, რომელთა რეაბილიტაციაც ბიძინა ინაშვილმა რამდენიმე თვის წინ დაანონსა და ამ დრომდე არ დაწყებულა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მმართველ გუნდს კურორტ წყალტუბოს ფუნდამენტური რეაბილიტაციისკენ მოუწოდებს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი - ან საქართველო გავხადოთ რეგიონის ლიდერი, ან დავრჩეთ ივანიშვილის საქართველოში, რომელიც არის გაჭირვებული და სადაც მუდმივად გვატყუებენ. თუ ვინმე იტყვის, რომ პროექტები კოვიდის გამო შეფერხდა, ესეც მორიგი ტყუილი იქნება, რადგან წყალტუბოში სამშენებლოდ ჩამოსული ჯგუფი არავის უნახავს, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ათობით გაჩერებული პროექტია მაშინ, როცა მხოლოდ წყალტუბოს რეაბილიტაციაზე 350 000 000 დოლარი უნდა დახარჯულიყო.

მეტიც, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ციხეში ზის, რადგან ინვესტორებზე მუშაობდა და როგორც ჩანს, პირადად ივანიშვილის ინტერესები გადაკვეთა,რის გამოც დასაჯეს, 11 წელი მიუსაჯეს, - ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 29 ოქტომბერს გამოაქვეყნა წერილი, სადაც წერდა, რომ საკურორტო ქალაქ წყალტუბოში ყველა სასტუმროს, ბალნეოლოგიური სააბაზანოს და ძველი სანატორიუმის შეძენას აპირებდა - ანუ, ჯამში 22 სანატორიუმისა და სასტუმროს, ასევე ცხრა ბალნეოლოგიური სააბაზანოს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი