შიმშილობის მე-17 დღე - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს მას პირადი ექიმი მოინახულებს. ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, თუ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე იქნება, მის კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.
როგორც ცნობილია, სამშაბათს შეიკრიბება ექიმთა კონსილიუმი, სადაც განიხილავენ მიხეილ სააკაშვილის არსებულ მდგომარეობას, თუმცა ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ თუ დღეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესებული იქნება, დააყენებს საკითხს, დაჩქარებული წესით შეიკრიბოს კომისია.
თუ ღმერთმა არ ქნას და მისი მდგომარეობა გაუარესებულია დღეს, სასწრაფოდ მოვითხოვ კომისიის შეკრებას. რამდენადაც ვიცი ციხის ექიმები ყოველდღე უკეთებენ ანალიზებს.
თუ ვნახავ, რომ მდგომარეობა არაა კარგი, აუცილებლად მოვითხოვ საავადმყოფოში გადაყვანას" - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.