პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

"საქართველოში პლაქვენილით ნამკურნალებ არცერთ ავადმყოფზე გართულება არ დაფიქსირებულა", - ეს განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

ამირან გამყრელიძე კოვიდ ინფიცირებულთა სამკურნალოდ რეკომენდირებული მედიკამენტებიდან პლაქვენილის ამოღებას ეხმაურება. 

არცერთ წამალს კორონავირუსულ ინფექციაზე არ აქვს პირდაპირი ზემოქმედების უნარი. ამ დაავადების მკურნალობა იყო, არის და რჩება დღეს მხოლოდ სიმპტომური და სინდრომული, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „სოლიდარობის კვლევიდან“ მედიკამენტი პლაქვენილი დროებით ამოიღო.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი