ციციშვილის კლინიკის რეანიმაციაში 23 კოვიდინფიცირებული ბავშვია - აცრილია სულ 5 მშობელი

გამოქვეყნდა:

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციაში 23 კოვიდინფიცირებული ბავშვი გადის მკურნალობას. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, კლინიკაში ამჟამად რამდენიმე ადგილია თავისუფალი. მისივე თქმით, მშობლების უმრავლესობა აუცრელია:

"მშობლების ვაქცინაციასთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობაა. სულ 5 მშობელია ამჟამად, რომელიც ორჯერადადაა ვაქცინირებული" ამბობს ჩხაიძე.

დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა 28  ადამიანი. ძალიან დაბალია ვაქცინაციის ტემპი. ncdc-ის ინფორმაციით, 17 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 911 877 აცრა.

1 დოზით ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %, ხოლო ორივე დოზით - 31.5%

16 ოქტომბერს სულ რაღაც 4 681 ადამიანი აიცრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი